რატი ჩომახიძე

დაიბადა 1972 წელს. 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით. აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა არქიტექტორად ჯერ კომპანია „არსში“ (1998-2007 წ.წ.),შემდეგ კი ( 2007-2014 წლებში) „სტუდია-არსში“. 2014 წელს დააფუძნა საკუთარი პრაქტიკა – „ატელიე არქიტექტს“, რომელსაც დღემდე უძღვება. 2015-2016 და 2018-დან დღემდე ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე მიწვეული პედაგოგის რანგში.

არის მრავალი საცხოვრებელი, კომერციული და საზოგადოებრივი შენობის პროექტის ავტორი, თანაავტორი და საავტორო ჯგუფის წევრი. მათ შორის აღსანიშნავია:

  • „დანიური სახლის“ სავაჭრო და საოფისე შენობა (2002-03)
  • მრავალბინიანი სახლები თ. აბულაძის ქუჩაზე, ჭავჭავაძის გამზირზე (2007-13)
  • ლ.ქიაჩელის ქუჩაზე (2014-15)
  • იპოდრომის მიმდებარე ტერიორიაზე (2013)
  • ჭავჭავაძის გამზ. #75 (2019-2020)
  • ეროვნული ბანკის ,,ფულის მუზეუმი,, (2010)
  • ახალციხეში მრავალფუნქციური უბნის გრგ (2010)
  • ქალაქ თელავის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა (2018)
  • თემქის ხევის პარკის პროექტი
  • ვერის პარკის რეაბილიტაციის პროექტი 2021-23