ნიკოლოზ შავიშვილი
დაიბადა 1954 წელს. 1976 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტისტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი, სპეციალობა არქიტექტურა, კვალიფიკაცია არქიტექტორი.
- 1983 წელს მიენიჭა მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მოსკოვში, ქალაქმშენებლობის ცენტრალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტალური პროექტირების ინსტიტუტში.
- 1985-1986 წლებში – სტაჟიორი ბირმინგემის უნივერსიტეტის (ინგლისი) ურბანული და რეგიონალური კვლევების ცენტრში.
- 1990-1991 მუშაობდა საპროექტო კომპანიაში „რიჩარდ როჯერსის საპარტნიორო“, ლონდონი, ინგლისი,
- 1994-1996 წლებში ეკავა სხვადასხვა საპროექტო პოზიცია არქიტექტურულ კომპანიებში ლონდონში, ინგლისი.
- 1999-დან დღემდე „კიდ არქიტექტურას“დამფუძნებელი პარტნიორი.
პარალელურად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას:
1990-1991 წწ. მოწვეული პროფესორი, ბარტლეტის არქიტექტურული სკოლა, იუნივერსიტი კოლეჯი, ლონდონი, ინგლისი, 2001-2006 წწ.- სტუ-ს არქიტექტურის ფაკულტეტის არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე;
- 2006-2009 წწ. სტუ-ს არქიტექტურის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის პროფესორი;
- 2009-2013 = სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე, მიმართულების ხელმძღვანელი, სრული პროფესორი;
- 2013-დან დღემდე – სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლის დეკანი, სრული პროფესორი.
რამდენიმე მონოგრაფიის, მრავალი სამეცნიერო სტატიის, სახელმძღვანელოების და დამხმარე სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2013წ.).