ნიკა ლეკვეიშვილი

დაიბადა 1986 წელს. სტამბოლის ხლოვნების უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, წარმატებით დაამთავრა მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის მაგისტრატურა (2015 წ). სწავლის პარალელურად 2011-2016 წლებში მუშაობდა არქიტექტორად სხვადასხვა კომპანიაში :

  • Francesco Adorni Arcitetto (მილანი)
  • Dome +Partners (სტამბოლი)
  • Abin Design Studio (კოლკატა, ინდოეთი)
  • Engineering Idea (თბილისი).

2016 წელს დააფუძნა TIMM Architecture, რომლის დირექტორიცაა დღემდე. ასევე 2016 წლიდან დღემდე არის Urban Experioments Group-ის დირექტორთა ბორდის წევრი. გაიმარჯვა კონკურსში თბილისის ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრის პროექტზე. პრემიები და საპატიო ჯილდოები აქვს მოპოვებული არქიტექტურულ კონკურსებში მონტენეგროში, თურქეთში, საფრანგეთში და საქართველოში.


2019 წლიდან ილიაუნში და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურისა და ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას მოწვეული ლექტორის რანგში.


ნ. ლეკიშვილის პუბლიკაციებიდან აღსანიშნავია :

  • Revitalizing Built Environments: Requalifying Old Places For New Uses სტამბოლი 2009 წ.
  • Socialist District Exposed.ლისაბონი, 2017 წ.
  • ინტერვიუ არქიტექტორ ოლივიერო გოდისთან. მილანი, 2013წ.
  • მილანის დიზაინის კვირეულზე (2014 წ.)
  • ფრანჩესკო ადორნისა და სტეფანი გუთჰეილთან ერთად ჰქონდა წარმოდგენილი ექსპოზიცია Point and Line .

2019 წელს მიმარ სინანის უნივერსიტეტის საგამოფენო სივრცეში გამოფენილი იყო ნ.ლეკვეიშვილის ნამუშევარი „საფლავის ქვების მუზეუმი“.