მარიამ სამარღანიშვილი

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი სპეციალობით არქიტექტურა. სტუ-ში სწავლის პერიოდში გაიმარჯვა საერთაშორისო სტუდენტურ კონკურსებში:

  • არქიტექტურა და წყალი -პირველი პრემია (2001 წ), ანტიტერორისტული მონუმენტი – გრან პრი (2002წ.).
  • მონაწილეობდა Archiprix გლაზგოს საერთაშორისო ვორკშოპში (მსოფლიოს საუკეთესო სადიპლომო პროექტები)

  • 2012 წელს გაიმარჯვა კონკურსში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შენობის პროექტზე.
  • 2022 და 2023 წლებში იყო Ro Plastic Prize Milan -ის ფინალისტი და გამოფენის მონაწილე.

  • 2002-2006 წლებში მუშაობდა არქიტექტორად კომპანია „არსი“-ში, 2006-2011 წლებში კი- კომპანია „კიდ არქიტექტურა“-ში.


არის არქიტექტურული და პროდუქტის დიზაინის კომპანიების AN STUDIO , 4MA და STREAMING-ის დამფუძნებელი (2001-2023 წ.წ.)


2015 წლიდან დღემდე – სტუ-ს დიზაინის საერთაშორისო სკოლის ასოცირებული პროფესორი.