კონკურსი 2024

პროექტის ძირითადი მიზნები:

  • ადგილის მნიშვნელობისა და პოტენციალის წარმოჩენა;
  • ისეთი ადგილის შექმნა, რომელიც იქცევა ადგილობრივი საზოგა­დოებრივი ცხოვრების მნიშვნელოვან ელემენტად და ერთ-ერთ ცენტრად მის ყოველდღიურობაში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტენსიური ჩართუ­ლობის მეშვეობით;
  • ადგილის როგორც სამოქალაქო, ასევე კულტურული მნიშვნელობის გაძლიერება;
  • ადგილის სამოქალაქო, კულტურული, ტურისტული და სასოფლო-სამეურნეო ხასიათის ჰარმონიაში მოყვანა;
  • სოციალური და კულტურული კონტექსტების გათვალისწინება;
  • წელიწადის ყველა დროს, 365 დღის განმავლობაში დატვირთული მოქნილი კომპლექსის შექმნა, რომელსაც შეეძლება სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებების   მასპინძლობა;
  • ისეთი მდგრადი მიზიდულობის შექმნა, რომელიც გააძლიერებს ადგილის, როგორც კულტურის კერის  აღქმას, რაც ადგილის იდენტობას დამატებით შესძენს ხელოვნებისა და კულტურის მოყვარულთა ნავსაყუდელის მნიშვნელობას გამოფენების, შეკრებების , სემინარებისა და ვორკშობების, ხალხური ფესტივალების, სასმელებისა და ადგილობრივი სამზარეულოს ფესტივალების და სხვ. მეშვეობით;

კონკურსის ორგანიზატორი ეძიებს ისეთ არქიტექტურულ გუნდს, რომელიც შეძლებს  გამოავლინოს განსაკუთრებული ნიჭი და შემოქმედებითი უნარი;

  • შექმნის გამორჩეულ, თანამედროვე და გარემოს მიმართ მგრძნობიარე პროექტს;
  • სწორად აღიქვამს და გაიგებს ადგილის  ეროვნულ და საერთაშორისო ისტორიულ-კულტურულ მნიშვნელობას და მის საზოგადოებრივ-სამოქალაქო კონტექსტს
  • გაიაზრებს ცენტრის ყველა პოტენციურ გამოყენებას და მომხმარებელს, სიცოცხლეს შთაბერავს ადგილს.

კონკურსის ვებგვერდზე www.arch-competition.ge რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მონაწილე ელექტრონულ ფოსტაზე ავტომატურად მიიღებს კონკურსის მასალების სრულ პაკეტს ფოტოების, რუკების, ტოპოგეგმის ჩათვლით. კონკურსანტებმა მხედველობაში უნდა მიიღონ კონკურსანტების კითხვებზე ორგანიზატორების მიერ გაცემული პასუხები, რომელიც საკონკურსო წესებისა და პირობების და პროგრამის დაზუსტებების საფუძველია. კითხვებზე პასუხები უნდა გამოქვეყნდეს კონკურსის ვებგვერდზე. რეგისტრაცია მთავრდება ————————-. 

რეგისტრაციის შემდგომ თქვენ ავტომატურად მიიღებთ რეგისტრაციის დადასტურებას  და თქვენი პროექტის საიდენტიფიკაციო კოდს  (4 ციფრი და 2 ლათინური ასომთავრული ლიტერა, მაგ. 1234AB) ელექტრონულ ფოსტაზე 2 საათის განმავლობაში. ყველა თქვენი კორესპონდენცია – შეკითხვა, თუ სხვა უნდა შეიცავდეს ამ საიდენტიფიკაციო კოდს. თუ ეს კოდი არ იქნება მითითებული, შეკითხვა არ განიხილება.

პროექტი უნდა აიტვირთოს ორგანიზატორის ვებგვერდზე www. arch-competition.ge . წარდგენილ პროექტზე არანაირი ფორმით  არ დაიშვება მონაწილეთა ვინაობის მინიშნება. პროექტზე მითითებული უნდა იყოს წინამდებარე წესების შესაბამისად დატანილი საიდენტიფიკაციო კოდი  (იხ. კონკურსის პირობების დამატება 1). ვინაობის პირდაპირ, ან ირიბად ნებისმიერი მინიშნება კონკურსანტის დისკვალიფიკაციის საფუძველია.

თუ ჯერ რეგისტრაციის და შემდეგ პროექტის ატვირთვის შემდეგ 2 საათის განმავლობაში არ მიიღეთ თქვენს ელექტრონულ ფოსტაზე დადასტურება, პირველ რიგში უნდა შეამოწმოთ სპამ ფოლდერი, ხოლო შემდეგ კი გააგზავნეთ შეტყობინება შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: ———————————–