პერსონალური ინფორმაციის დაცვა

მე როგორც მონაცემთა სუბიექტი და თქვენი საიტის მომავალი მომხმარებელი თანახმა ვარ, შპს ,,კნაუფ გიპს თბილის“-მა (ს/კ 205181532) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კლიენტთა კმაყოფილების დონის განსაზღვრის ან/და სხვა ნებისმიერი მარკეტინგული ღონისძიების განხორციელების მიზნით მიიღოს/ შეინახოს/ დაამუშაოს ჩემი პერსონალური მონაცემები, მათ შორის სახელი, გვარი/პირადი ნომერი (კომპანიის შემთხვევაში მისი დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი) / საკონტაქტო მეილი/ საკონტაქტო ტელეფონის ნომერი ან/და სხვა ნებისმიერი მონაცემი რომელსაც მე მივაწვდი კომპანიას.

წინამდებარე თანხმობა წარმოადგენს  ჩემს ნებას, განხორციელდეს ეფექტური კომუნიკაცია, მომეცეს შესაძლებლობა გავეცნო სიახლეებს, ვისარგებლო კომპანიის მიერ დაგეგმილი შეთავაზებებით და სხვა. საკომუნიკაციოდ გამოყენებული იქნეს ჩემ მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტა თქვენს ვებ-გვერდზე.

მე, როგორც მონაცემთა სუბიექტს გაცნობიერებული მაქვს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები, კერძოდ ჩემი მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

აღნიშნული თანხმობა არის მოქმედი ჩვენს შორის ურთიერთობების მოქმედების ვადით, ჩემს მიერ მის გაუქმებამდე. ინფორმირებული ვარ რომ ნებისმიერ დროს შემიძლია ჩემი თანხმობის გაუქმება, აღნიშნულის შესახებ კომპანიისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით.

მონაცემის დამმუშავებლის ინფორმაცია:

  • შპს კნაუფ გიპს თბილისი
  • ს/კ 205181532
  • მის: თბილისი, ქიზიყის ქ. N17
  • მეილი: info-ge@knauf.com