მთავარი
არქიტექტურული კონკურსი 2026
კონკურსი მოიცავს ხუთ ნომინაციას. პროექტის წარდგენა შესაძლებელია ერთზე მეტ კატეგორიაში, იმ შემთხვევაში, თუ იგი სრულად აკმაყოფილებს თითოეული ნომინაციის მოთხოვნებსა და შეფასების კრიტერიუმებს. განაცხადის შევსებისას აუცილებელია მკაფიოდ იყოს მითითებული, თუ რომელ ნომინაციაში ან ნომინაციებში მონაწილეობს პროექტი. მრავალ კატეგორიაში წარდგენის შემთხვევაში, მონაწილემ უნდა დაასაბუთოს პროექტის შესაბამისობა თითოეული შერჩეული ნომინაციის კრიტერიუმებთან.
- 01. საუკეთესო პროექტი რთულ რელიეფზე
- 02. Knauf-ის მასალების საუკეთესო გამოყენება
- 03. საუკეთესო სტუდენტური სადიპლომო პროექტი
- 04. საუკეთესო საჯარო შენობა
- 05. საუკეთესო ადაპტური ხელახალი გამოყენების პროექტი
ჯილდოები
თითოეულ ნომინაციაში გაიცემა სამი ჯილდო – პირველი, მეორე და მესამე ადგილი, ფულადი პრიზისა და სერტიფიკატის სახით.
First Prize
5000 ლარი
I ადგილი
Second Prize
1000 ლარი
II ადგილი
Third Prize
500 ლარი
III ადგილი
კონკურსის ვადები
22 ივნისი
ოფიციალური გამოცხადება და განაცხადების გახსნა
ივნისი-აგვისტო
კითხვა-პასუხის პერიოდი (კითხვები იგზავნება მეილზე info@arch-competition.ge)
31 აგვისტო
კითხვა-პასუხის პერიოდის დასრულება წარდგენის ბოლო ვადა
7 სექტემბერი
შესაბამისობის შემოწმება
11 სექტემბერი
ჟიურის პირველი შეხვედრა
18 სექტემბერი
ჟიურის მეორეე შეხვედრა – გამარჯვებულების შერჩევა
7 ოქტომბერი
გამოფენის გახსნა თბილისში
8 ოქტომბერი
დაჯილდოების ცერემონია