თამაზ გიორგაძე
დაიბადა 1955 წელს. 1977 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ორგანიზაციებში 1990-ან წლებამდე.
1993-დან 2018 წლამდე იყო სხვადასხვა საპროექტო კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი.
2018 წელს დააფუძნა არქიტექტურული კომპანია “Extendo”, რომლის დირექტორიც არის დღემდე.
2004-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ~არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე მოწვეულ ლექტორად. არის რიგი საზოგადოებრივი, კომერციული და საცხოვრებელი შენობების პროექტების ავტორი და თანაავტორი.
2003-2004 წლებში იყო ჟურნალის „ A+D. ქართული პროექტი“ სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე.
პუბლიკაციები:
- „არქიტექტურა და… რევოლუცია“. თბილისი. 2003 წ.;
- სტატიების სერია გაზეთში „24 საათი“ (2004 წ.);
- სტატიები ჟურნალისათვის A+D. ქართული პროექტი: ინტეგრაცია: სიმბოლური განზომილება, „ინტურისტის“ შენობა ბათუმში, ვისია საზოგადოებრივი სივრცე?.
ინტერვიუები:
- ლუიზა ჰატონთან (Zauerbruch Hutton)
- დონალდ ბეიტსთან (Lab Architecture Studio)
- ჰოსეპ ლუის მატეოსთან (Map Archirecture)
- იორგენ ზონდერმარკთან (3XN)
- მარკო კასაგრანდესთან (Marco Casagrande & Sami Rintala)
- შტეფან ქამენზინდთან (Camenzind Grafensteiner Architects).
კონკურსები:
- კომპიურტერული გრაფიკისა და ანიმაციის ფესტივალი „ანიგრაფი“. მთავარი პრიზი (1995 წ.).
- კონკურსი TKTS (ბროდვეის თეატრების საბილეთო სალაროები ტაიმს სკვერზე).
პროექტი წარმოდგენილი იყო შერჩეული 50 პროექტის (700-დან) გამოფენაზე ნიუიორკის ურბან-ცენტრში (1999 წ.). - საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პრემია წლის საუკეთესო პუბლიკაცია წიგნისათვის „არქიტეტურა და … რევოლუცია“. (2004 წ.)
- World Architecture Community Award პროექტისათვის „საცხოვრებელი სახლი იმერეთის რეგიონისათვის“ (2008 წ.)